მინდია შამუგია: მოვუწოდებ დევნილებს  ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ

მინდია შამუგია: მოვუწოდებ დევნილებს ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ

კოალიცია „სოციალური რეფორმებისთვის“ წარმომადგენლის მინდია შამუგია დევნილებს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

შამუგიას განცხადებით, დევნილთა  მიერ, სხვადასხვა შენობების დაკავებამ ბოლო პერიოდში  მასობრივი ხასიათი მიიღო და აღნიშნავს, რომ არ სურს მომხდარმა საბოტაჟის ხასიათი მიიღოს.

 შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია დევნილებმა მთავრობასთან საერთო ენის გამონახვა შეძლოს.

„ჩვენი ორგანიზაცია წლებია დევნილ-ინვალიდების დახმარების პროგრამებზე მუშაობს. წლები გავიდა და დღეს დევნილები ისევ  გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.  დღემდე ბევრი მათგანი დაუსახლებელი, დაუბინავებელი და გაუსაძის პირობებშია. ყოფილ მთავრობას არანაირი პოლიტიკური ნება და სურვილი არ გააჩნდა ამ ხალხისთვის რაიმე გაეკეთებინა. ჩვენ ახალ მთავრობას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ დევნილებისთვის პრობლემების მოგვარების კუთხით დიდი იმედი გაჩნდა. შესაბამისად, მოვუწოდებ დევნილებს, ითანამშრომლონ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და ვფიქრობთ, რომ მთავრობა დევნილების პრობლემების მოსაგვარებლად ბევრ საშუალებას გამონახავს“, - განაცხადა შამუგიამ.