ბაშარ ასადი არსად წასვლას არ აპირებს

ბაშარ ასადი არსად წასვლას არ აპირებს

სირიის დიქტატორად ცნობილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ის ქვეყნის დატოვას და სადმე წასვლას არ აპირებს.

ეს განცხადება სირიის პრეზიდენტმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.  ასადის აზრით,ის არ ფიქრობს რომ დასავლეთის ქვეყნები სირიის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტს წამოიწყებენ, მაგრამ აფრთხილებს, რომ ნებისმიერი უცხოური ინტერვენცია სირიაში მის წამომწყებებს ბევრად ძვირი დაუჯდებათ.

„შედგებს კი ისინი ატლანტიკური ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე , იხილავენ“,-განაცხადა ასადმა.

დოხაში კი ამ დროს სირიის ოპოზიცია ასადის რეჟიმის ალტერნატიული ხელისუფლების შექმნას გეგმავს და აცხადებს, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა მათ აუცილებლად აღიარებს.