ხვნა-თესვასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროგრამა ნოემბრის ბოლომდე დაიდება

ხვნა-თესვასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროგრამა ნოემბრის ბოლომდე დაიდება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, გაზაფხულზე ხვნა-თესვასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროგრამა ნოემბრის ბოლომდე დაიდება.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, აგულაშვილმა აღნიშნა, რომ ხვნა-თესვის პროგრამის დამუშავება უკვე მიმდინარეობს.

"პრობლემა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებობს და ამ საკითხებზე, უკვე რეესტრთან ვმუშაობთ და რამდენიმე შეხვედრაც კი გავმართეთ. ეს პროცესი, გაჩერებული იყო, თუმცა, პროცესი დაიძრება", - დასძინა მან.

ამასთან , აგულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდის შექმნაზე მუშაობა მიდის.

სხდომაზე, ასევე აღინიშნა, რომ გაზაფხულამდე, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ნაწილის შეძენა მოხდება.