ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატების ასობით ათასი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ახალმა ქარიშხალმა, რომელიც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა, შეაჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ძლიერ თოვლს ქარშხალიც ემატება, რომლის სიჩქარეც საათში 100 -კმ-ს აღწევს.
ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილის ევაკუირება ისევ აუცილებელი გახდა, განსაკუთრებით, ნიუ-იორკის დაბლობი რაიონებიდან.
ჯერჯერობით ისევ ელექტროენერგიის გარეშე რჩება 650 000 ადამიანი, ასობით ადამიანი კი ისევ თავშესაფარებშია შეფარებული-ეს ყველაფერი ქარიშხალ "სენდის" შედეგებია, რომელიც ერთი კვირის წინ ამერიკას თავს დაატყდა.