შსს-ს აკადემიას ნუკრი გელაშვილი, ხოლო შსს-ს ადმინისტრაციას თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს

შსს-ს აკადემიას ნუკრი გელაშვილი, ხოლო შსს-ს ადმინისტრაციას თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  აკადემიის რექტორად ნუკრი გელაშვილი დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, გელაშვილმა 2002წელს წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი დაამთავრა, 2002 წლის 16 დეკემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე სწავლობდა თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, მუნიციპალური სამართლის სპეციალობით. ჩაბარებული მაქვს საკანდიდატო გამოცდები. დისერტაციის თემა - „ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური მოვალეობები“.

2010 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას. მას თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს.

ტალიაშვილი 2012 წლიდან -  American Association for Justice, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ექსპერტია, ასევე, თსუ-ს საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.