2004 წელს დიდუბის პანთეონთან ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, ის ელოდება როდის შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელსაც თინა ხიდაშელმა უნდა უხელმძღვანელოს და რომელიც, იმედი აქვს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს.
„მიკვირს კიდეც აქამდე რატომ გაიწელა ეს პროცესი და დროულად არ იქმნება საგამოძიებო კომისია. იმედი მაქვს კომისიის მიერ გამოძიების შემდეგ დადგება ადეიშვილის და კიდევ ძალიან ბევრი პირის ბრალეულობის საკითხი, რადგან ჩემი შვილის მკვლელობაში მხოლოდ მკვლელი არ არის დამნაშავე“, -აცხადებს From.ge -სთან საუბარში ია მეტრეველი.
ია მეტრეველი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოჯახი შვილის დაღუპვის ფაქტზე გამოძიების თავიდან დაწყებას მოითხოვს და ზურაბ ადეიშვილის, გურამ დონაძის ქალაქის მაშინდელი პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის ირაკლი წერეთლის, და თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ მიქაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
ბუტა რობაქიძის მამას სოსო რობაქიძეს პროკურატურაში დღეს შეაქვს განცხადება და ბუტა რობაქიძის საქმე და გამოძიების თავიდან დაწყებას მოითხოვს.
2004 წლის 23 ნოემბერს ღამით ბუტა რობაქიძე დიდუბის პანთეონთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.