ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროგრამა „ილია ჭავჭავაძე“

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროგრამა „ილია ჭავჭავაძე“

დღეს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პროექტის „ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწერთა პირადი არქივები - სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის“ ფარგლებში გახსნის პროგრამას სახელწოდებით „ილია ჭავჭავაძე“. რომელიც გაიმართება მისი დაბადებიდან 175 წლისა და გარდაცვალებიდან 105 წლის აღსანიშნავად.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა და აქტივობებს, როგორიცაა:
1.გამოფენა - ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები - პირადი წერილები, ნაწარმოებების ავტოგრაფები, პუბლიცისტური წერილები, ფოტოები და სხვ.; 
2.ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამა;
3.საჯარო ლექციები, დისკუსია (ლიტერატურული, ლიტერატურათმცოდნეობითი და ისტორიული ექსკურსები); 

საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული პროფესორები. 

ლექციები გაიმართება:
8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში; წაიკითხავს ლექციას თემაზე: ილია ჭავჭავაძე და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი

14 ნოემბერს, 15:00 საათზე, ნანა თარგამაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საბიბლიოთეკო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; წაიკითხავს ლექციას თემაზე: ილია ჭავჭავაძე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატ-კლუბი; გამართავს დებატებს თემაზე: ილია და მისი ეპოქა

28 ნოემბერს, ვახტანგ გურული, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; წაიკითხავს ლექციას თემაზე: გზა მოწამისა

4. 28 ნოემბერს, 15:00 საათზე, გაიმართება ლიტერატურული ვიქტორინა - ინტელექტუალური თამაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

პროექტი 28 ნოემბერს დაიხურება.