გედევან ფოფხაძე: მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება სააკაშვილის მიერ დატოვებული მემკვიდრეობიდან უწევს

გედევან ფოფხაძე: მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება სააკაშვილის მიერ დატოვებული მემკვიდრეობიდან უწევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის საბიუჯეტო პროექტი „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი არ არის.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფოფხაძემ განაცხადა, მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ დატოვებული მემკვიდრეობიდან უწევს.

სხდომაზე, საბიუჯეტო პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ ისაუბრა.