ამერიკელმა მეცნიერებმა, სხვადასხვა, კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე აღმოაჩინეს ასაკობრივი ზღვარი, როცა მამრობითი სქესის ადამიანები თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობენ. თუ ქალბატონების ცხოვრებაში, ყველაზე ბედნიერი პერიოდი 40 წლიდან იწყება, მამაკაცებისთვის ასეთი ზღვარი 37 წელია. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ამ ასაკში მამაკაცების უმრავლესობას ცხოვრების ძირითადი სტრესი გადატანილი აქვს. მათ ამ ასაკში უკვე მოწყობილი აქვთ პირადი ცხოვრებაც და კარიერაც, რაც მათში უდიდეს კმაყოფილებას იწვევს.
ზოგადად მიჩნეულია, რომ მამაკაცებს ბედნიერებას მატერიალური სიმდიდრე, ფუფუნება და საინტერესო თავგადასავლები ანიჭებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ, უმაღლესი დონის ბედნიერებასა და კმაყოფილებას, ფინანსური სტაბილურობა და ხანგრძლივი ურთიერთობები და თბილი ოჯახი ანიჭებს. კერძოდ, 37 წლის ასაკში მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველი მდგომარეობა, შემდგარი კარიერა, მოსიყვარულე მეუღლე და შვილებია. სოციოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მამაკაცების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მამობაა, სწორედ ეს ანიჭებთ მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდ ბედნიერებას.