Agence France-Presse-ის ინფორმაციით, სკანდალური საიტის WikiLeaks-ის დამაარსებელი ჟულიან ასანჟი სკეპტიკურად უყურებს ბარაკ ობამას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
„ობამა კარგი ადამიანი ჩანს და სწორედ ამაშია მთელი პრობლემა, ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგელი“,-აცხადებს სკანდალური საიტის დამაარსებელი და აღნიშნავს, რომ ის ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საიტზე ახალ შემოტევებს ელოდება. „სწორედ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო WikiLeaks-ის წინააღმდეგ შეტევები“,-აცხადებს ასანჟი.
WikiLeaks-ის 41 წლის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი რამდენიმე თვეა თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოში აფარებს. ასანჟიმ ეკვადორს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, აგვისტოს თვეში ქვეყნის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ იგი ასანჟის თხოვნას დასთანხმდა.
ჯულიან ასანჟს შვედეთის სამართალდამცავები სექსუალური სახის დანაშაულის გამო ეძებენ, ასანჟი შიშობს, რომ შვეციაში ექსტრადირების შემდეგ, რითაც ოფიციალური ლონდონი იმუქრება თუ ასანჟი ეკვადორის საელჩოს დატოვებს, შვეციის ხელისუფლება მას ამერიკას გადასცემს, სადაც მას სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის საიტზე გამოქვეყნების გამო, სიკვდილით დასჯა ემუქრება.