კონსტანტინე კუბლაშვილი: ვფიქრობ, ახალაიასთან დაკავშირებით, ობიექტური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული

კონსტანტინე კუბლაშვილი: ვფიქრობ, ახალაიასთან დაკავშირებით, ობიექტური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ შს ყოფილ მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"ძალიან კარგად ვიცით, რომ მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. შესაბამისად, სანამ მასთან დაკავშირებით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მე კომენტარისგან მინდა, თავი შევიკავო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მასთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ისეთი, როგორიც დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე 7 ნოემბერს დააკავეს.