საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არასაკმარისად მომზადებულია, რის გამოც, კარგად მომზადებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბრის ბოლოს შევა.
როგორც ჟურნალისტებს ქუცნაშვილმა განუცხადა, გასაკვირი არ არის, რომ ახლადმადტკიცებულმა მთავრობამ, შვიდ დღეში ერთ წლიანი პროგრამა ვერ მოამზადა.
„ერთ კვირაში, შეუძლებელი იყო ისეთი ბიუჯეტის პროექტი მომზადებულიყო, რომელიც ქართველ ხალხს გამოადგება. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, პარლამენტში კარგად მომზადებული ბიუჯეტი შევა და მასში იქნება ის, რასაც საზოგადოებას ვპირდებოდით“, - დასძინა ქუცნაშვილმა.