ანგელა მერკელს ევროპარლამენტში გეგმა დაუწუნეს

ანგელა მერკელს ევროპარლამენტში გეგმა დაუწუნეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელს ეწვია და ევროპარლამენტში შეხვედრა გამართა. მან ევროსაბჭოს წევრებს ევროკავშირის კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა გააცნო.მერკელის განცხადებით, კრიზისის დასაძლევად, საჭიროა ევროპული ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ეკონომიკური და მონეტარული ინტეგრაციისთვის, საჭიროა კიდევ უფრო მჭიდრო, საერთო ეკონომიკური  პოლიტიკა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი პოლიტიკურ-ეკონომიკური კოორდინაცია. ახლანდელი მონეტარული კავშირი არ იძლევა კონკურენციის შესაძლებლობას ეროვნულ დონეზე, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და ამავდროულად, მის კონტროლს გააძლიერებს“,-განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერს ევროპის კრიზისიდან გამოყვანის მისეული გეგმა დაუწუნეს. 

„იმაზე, რასაც ქალბატონი მერკელი გვთავაზობს, დაიხარჯება ბევრი დრო, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკა კი სწრაფ სინქრონიზაციას მოითხოვს. ჩვენს მთავარ პრობლემას კი არაკოორდინირებულობა წარმოადგენს“,-განაცხადა „მწვანეების“ დეპუტატმა რებეკა ჰარმსმა.