ვინც დასაკავებელია, უნდა დავაკავოთ - ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ ვინც დასაკავებელია უნდა დავაკავოთ. რათქმაუნდა , არსებობს გარემოებები, რაც უნდა გაითვალისწინოთ . ჩვენ მაქსიმალურად მხედველობაში ვიქონიებთ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებს და სხვა ფაქტორებსაც გავუწევთ ანგარიშს" განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საუბარი იმაზე, თითქოს დაკავებები ხელს შეუშლის საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია.
გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა გუშინ დააკავეს. სამივე მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.