აუქციონებზე ხშირად ჩნდება უცნაური რამეები, თუმცა Yahoo-ს ონლაინ აუქციონმა უცნაურობების ყველა რეკორდი მოხსნა. ცოტა ხნის წინ, მასზე პირველად გამოჩნდა ისეთი უჩვეულო ლოტი, როგორიც დედამიწაა, მისი იაპონელი გამყიდველი ამტკიცებს, რომ აქვს ყველანაირი უფლება „ჩვენი პლანეტა“ გაყიდოს. დედამიწის პირველადი ღირებულება, სულ რაღაც 86 ცენტი იყო, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ფასი 123 მილიონამდე გაიზარდა.
როგორც პლანეტის გამყიდველი ამბობს, „დედამიწას, გაყიდვის ნებართვა მისი შემქმნელის, ღმერთისგან, რომელიც სიზმარში გამოეცხადა დიდი ხანია ჰქონდა“ ახლა, მას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ამიტომ გადაწყვიტა ლოტი აუქციონზე გამოეტანა.
იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ადამიანებმა ჩვეულებრივ ხუმრობად არ მიიღონ, „პლანეტის გამყიდველი“ ყველა მსურველს სთხოვს ახსნას საკუთარი განზრახვა, თუ რატომ, და რა მიზნით, სურს შეიძინოს დედამიწა.
აუქციონზე ლოტი ხვალამდე დარჩება, ვნახოთ ვინ გახდება „ჩვენი“ დედამიწის ახალი მფლობელი.