საბერძნეთში სეკვესტრირებული ბიუჯეტის დამტკიცება დემონსტრაციების ფონზე მიმდინარეობს. მორიგი საპროტესტო აქცია ათენის ცენტრალურ მოედანზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ხელჩართულ შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტები სამართალდამცავების მიმართულებით ქვებს და ალმოკიდებულ ბოთლებს ისროდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პარლამენტმა ბიუჯეტის სეკვესტრის დამტკიცება ვერ შესძლო, რადგან ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.
ათენის მთავრობის მიზანს ევროკავშირის მორიგი ტრანშის -31,5 მილიარდი ევროს მიღება წარმოადგენს, სამაგიეროდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის შეკვეცა, რაც გადასახადების გაზრდას, საპენსიო ასაკის 67 წლამდე აწევას, სოციალური დახმარებების და პენსიების შემცირებას ითვალისწინებს.
წინა ორი დღე საბერძნეთი გაფიცვებმა მოიცვა. გაიფიცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რკინიგზა, მუშაობა შეაჩერეს აეროპორტებმა, არ მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, სკოლები, გაფიცულებს ადვოკატები, მოსამართლეები