ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობა პარტიის თავმჯდომარემ ხუ ძინტაომ გახსნა, რომელმაც პარტიის ხელმძღვანელობა ახალ შემადგენლობას უნდა გადააბაროს.
ძინტაომ 200-მდე დელეგატს მიმართა და აღნიშნა, რომ პარტიისთვის სასიკვდილო პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს კორუფცია.
„კორუფციამ შეიძლება არა მარტო პარტიის სიკვდილი, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოს კრახიც გამოიწვიოს“,-განაცხადა პარტიის ლიდერმა.
ძინტაოს განცხადებით, ჩინეთი უფრო ბალანსირებული და ძლიერი უნდა გახდეს, რომელიც მეცნიერებასა და სოციალურ ჰარმონიაზე იქნება დაფუძნებული.
როგორც ვარაუდობენ, ხუ ძინტაოს შემცვლელად პარტია მის მოადგილეს ცი ძინპინს აირჩევს.