პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა შეფასებით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არასაკამრისად მომზადებულია.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ ისაუბრა.
დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, ვინაიდან მთავრობის შემადგენლობა ახალი დამტკიცებულია, მათ სრულფასოვნად ბიუჯეტის მომზადების საშუალება არ ჰქონდათ, „შესაბამისად, პროექტი კიდევ მეტ გაშლას და დაკონკრეტებას საჭიროებს“,-აღნიშნა შავგულიძემ.
მისი თქმით, კომიტეტი პლენარულ სხდომას პროექტს გადასცემს და მიაწოდებს ინფორმაციას, რომ პროექტი არასათანოდო მომზადებულია. შემდეგ კი გადაწყვეტილებას სხდომა თავად მიიღებს.