„როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან“

„როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან“

პარასკევს, 9 ნოემბერს 21:00 საათზე გაუ თბილისის პიარსკოლა (მის: მერაბ ალექსიძის 8, ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი)  თავის კურსდამთავრებულებსა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მასტერკლასზე იწვევს, რომელსაც P World-ის აღმასრულებელი დირექტორი  კოსტა პეტროვი და გლობალური ღონისძიებების ხელმძღვანელი როზეტა პიზევსკა სპეციალურად მათთვის  ჩაატარებენ.

მასტერკლასის ძირითადი თემაა: „როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან“.

მნიშვნელოვანია, რომ 12-13 ნოემბერს სწორედ მათი ორგანიზებით ეწყობა საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება - Marketing Kingdom.

კოსტა პეტროვი - P World-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ავტორია რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის. P World-ის დაფუძნებამდე იგი წამყვან პოზიციაზე მუშაობდა Marcus Evans-სა (პრაღა) და IIR-ში (ახლო აღმოსავლეთი და დუბაი) Praxis Global-ში. (დუბაი და კანადა)

როზეტა პიზევსკა - ვებსტერის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, 2011 წლიდან მუშაობს P World-ში და ხელმძღვანელობს გლობალურ ღონისძიებებს მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

P World - მარკეტინგული ორგანიზაცია, რომელიც გლობალურ ღონისძიებებს, ბრენდინგსა და სატელევიზიო გადაცემებს უწევს ორგანიზებას მსოფლიოს მასშტაბით.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ დასტური გამოაგზავნოთ  9 ნოემბრის 14:00 საათამდე, ელ-ფოსტაზე: prschool.ge@gmail.com

თბილისის პიარ სკოლა 2007 წლის დასაწყისში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტისა და კერძო დამფუძნებლის მაია ძირკველიშვილის მიერ დაარსდა.

გაუ-თბილისის პიარ სკოლის მისიაა საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.