მართვის მოწმობის აღების ყველა მომდევნო მცდელობა ბრიტანეთში, სულ რაღაც 31 ფუნტია. ბრიტანელმა რეკორდსმენმა კი, ამ მცდელობებსა და მათზე გახარჯულ ფულში უკვე რეკორდი დაამყარა.
როგორც ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ქალბატონი 104 წარუმატებელი გამოცდაზე გავიდა და ამაში უკვე 3224 ფუნტი გადაიხადა. აქამდე რეკორდი, მართვის მოწმობის ასაღებად 84 წარუმატებელი გასვლა იყო.
ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკულ ნაწილში მომავალმა მძღოლმა 50 ტესტიდან, 43 სწორად უნდა გაიაროს, ხოლო თეორიულის 75 კითხვაზე აუცილებელია 50 სწორი პასუხი ჰქონდეს.
ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტში, ქალბატონის დამყარებულმა რეკორდმა გული არავის მოულბო, ისინი მკაცრად აცხადებენ, რომ რეკორდსმენს ისევ მოუწევს სწავლის გაგრძელება, რათა შემდეგი ათეული გამოცდაც უშედეგოდ არ დამთვრდეს.
თავად ქალბატონი, კი ცდილობს ამ რეკორდსა და წარუმატებლობას იუმორით შეხედოს და იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოცდიდან, აუცილებლად მართვის მოწმობით ხელში გამოვა...