ვანო მერაბიშვილი: გიგი კალანდაძე „კაგებეშნიკური“ მეთოდით დააკავეს

ვანო მერაბიშვილი: გიგი კალანდაძე „კაგებეშნიკური“ მეთოდით დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გაერთიანებული შტაბის უფროსის გიგი კალანდაძის დაკავების მეთოდს „საბჭოთა კაგებეშნიკურს" უწოდებს.

„ვფიქრობ, რომ კალანდაძის დაპატიმრება ღამის 3 საათზე მინისტრის კაბინეტში, სამარცხვინოა. ეს საბჭოთა „კაგებეშნიკური" ძველი მეთოდი და ამაზრზენი საქციელია. ასეთი რამ საბჭოთა „კაგებეს" დროს ხდებოდა. დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი ფაქტი არ მომხდარა" - განაცხადა მერაბიშვილმა „ინფო 9"-სთან საუბარში.

გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე ორი დღის წინ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად დააკავეს. სამივე მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.