გიორგი მელითაური: გავრცელებული მანკიერი პრაქტიკა, რომ სამხედროებისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაუსჯელად რჩებოდა, უნდა აღმოიფხვრას

გიორგი მელითაური: გავრცელებული მანკიერი პრაქტიკა, რომ სამხედროებისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაუსჯელად რჩებოდა, უნდა აღმოიფხვრას

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრის, გენშტაბის უფროსისა და თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის უფროსის დაკავების შეფასებისას , აცხადებს, რომ შეიარაღებულ ძალებში გავრცელებული მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ხშირად სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაუსჯელად რჩებოდა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა აღმოიფხვრას.

როგორც მელითაური from.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს შეიარაღებულ ძალებზე, როდესაც მსგავსი ფაქტები დაუსჯელი არ დარჩევა მიუხედავად იმისა, ვინ ჩაიდინა მსგავსი საქციელი, იქნება ეს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი თუ გნებავთ, ბრიგადის მეთაური.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს უფლება ვისაუბრო , დანაშაული იყო ჩადენილი თუ არა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი, შეიარაღებული ძალებისთვის, რა საკვირველია, შეიარაღებულ ძალებში გავრცელებული მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ხშირად სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაუსჯელად რჩებოდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას. ეს დადებითად იმოქმედებს შეიარაღებულ ძალებზე, როდესაც მსგავსი ფაქტები არ დარჩება დაუსჯელი მიუხედავად იმისა, ვინ ჩაიდინა მსგავსი საქციელი, იქნება ეს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, თუ გნებავთ, ბრიგადის მეთაური. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჯერ-ჯერობით, ბრალდება დამტკიცებული არაა, აქედან გამომდინარე, დანაშაული იყო თუ არა ჩადენილი, ამაზე გამოძების დასრულებამდე საუბარი ნაადრევია, მაგრამ , რა თქმა უნდა, ეფექტი მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის დადებითი იქნება არამგონია ამ ფაქტმა როგორც ქვეყნის შინგით ისე მის ფარგლებს გარეთ უარყოფითი გავლენა იქონიოს", - განაცხადა მელითაურმა.

ცნობისთვის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს-ბაჩო ახალაიას გენშტაბის უფროსს - გიორგი კალანდაძესა და თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის უფროსს- ზურაბ შამათავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი.

სამივე დაკავებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.