ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, ბრალის წაყენებამდე გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკითხვა უნდა მოხდეს.
დაკითხვის და ბრალის წაყენების კონკრეტული დრო ადვოკატისთვის უცნობია.
რაც შეეხება, ახალაიას დაკითხვას მის წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელთან დაკავშირებით, დავით დეკანოიძეს არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის დაკითხავენ დაკავებულს.
თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს,,გენშტაბის უფროსს და თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის უფროსს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი.
დაკავებულთათვის ბრალის წაყენების ვადა დღეს, დღის ბოლოს იწურება, თუმცა არსებული ინფორმაციით, ბრალს დღის პირველ ნახევარში წაუყენებენ.
სამივე დაკავებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.