თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს .
მძღოლებს 17-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებსაც მოითხოვენ.
კერძოდ, მძღოლები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.
თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი. მძღოლების განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი გაფიცვაა და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.