ახალმა ქარიშხალმა, რომელიც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა, ძლიერი თოვა გამოიწვია. სინოპტიკოსთა განცხადებით, ნალექის რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს თვის ზღვრულ ნორმას. თოვას თან ძლიერი ქარიც ახლავს თან, რომლის სიჩქარეც საათში 70 კმ-ს აღემატება.
ქალაქის მერის მაიკლ ბლუმბერგისგანცხადებით , დაკეტილია ქალაქის ყველა პარკი და სანაპირო, გახსნილია თავშესაფარები , რომლებიც მოსახლეობას მოემსახურება, ხოლო ქალაქის დაბლობი რაიონებიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა ქარიშხალი "სენდი", რომელმაც 120 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია ასობით ადამიანი, დანგრეულია შენობები, ხოლო ათასობით ადამიანს დღემდე ელექტროენერგია არ აქვს.