საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას, 2012 წლის 6 ნოემბრის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა და წარმატება უსურვა მას საპრეზიდენტო პოსტზე უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებისას.
ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის ”ფესიბუკის” გვერდზე გამოქვეყნდა.
ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ხალხის სახელით, მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ წვლილის გამო, რომელიც მან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეიტანა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას იქ, სადაც გაერთიანებული ძალისხმევის საჭიროება იქნება.