საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უახლოეს დღეებში შეატყობინებენ , როდის უნდა გაემგზავროს ვაშინგტონში.
ივანიშვილის განცხადებით, ამერიკელები საქართველოს დიდი მეგობრები არიან და "რესპუბლიკელებიცა" და "დემოკრატებიც" საქართველოს ეხმარებიან.
"მე უახლოეს დღეებში გამაგებინებენ, როდის დამინიშნავენ ამერიკის ხელისუფლებასთან შეხვედრას. თუ გაიმარჯვებდა ობამა, მაშინ მალევე მომიწევდა წასვლა, თუ - "რესპუბლიკელები" მაშინ დროში გაიწელებოდა ეს პროცესი, რადგან ხელისუფლების გადაბარებას დიდი დრო უნდა. ამერიკელები ჩვენი მეგობრები არიან. "დემოკრატებიც" და "რესპუბლიკელებიც" ჩვენი მეგობრები არიან. "დემოკრატების წელია" და "ქართულ ოცნებას" დემოკრატიული სახელი გვქონდა და ფერებიც",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.