საკომიტეტო მოსმენებისას სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდული დახმარების სამინისტროს, იურიდიული დახმარების ფუნქცია ჩამოშორდება.
სუბარი მიიჩნევს, რომ მის უწყებაში იურიდიული დახმარების არსებობა გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და სჯობს, რომ აღნიშნული სამსახური სამინისტროს ჩამოშორდეს.
სოზარ სუბარი ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება ან რომელ უწყებას შეიძლება შეუერთდეს იურიდიული დახმარების სამსახური.
მან ამ კონტექსტში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და იურისტებთან.
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატთა კოლეგიის ფარგლებში ამოქმედდეს ან ცალკე დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდეს.
აღნიშნულს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გაძლიერდეს ადვოკატთა ინსტიტუტი და ჩამოყალიბდეს ადვოკატთა ისეთი ტიპის ინსტიტუტი, რომელზეც პროკურატურა დიქტატს ვერ განახორციელებს.
მანვე აქცენტი გააკეთა იურიდული დახმარების სამსახურის სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან გამოცალკევებაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სოზარ სუბართან აქტიური კონსულტაციები გაიმართება.