გოგა ხაინდრავა: შარაძის საქმე იყო ობობას ქსელი, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა  მოქსოვა

გოგა ხაინდრავა: შარაძის საქმე იყო ობობას ქსელი, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა მოქსოვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაინდრავას განცხადებით, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გიორგი ბარათელი, რომელიც სასჯელს გურამ შარაძის მკვლელობისთვის იხდის, ერთ-ერთი ტრაგიკული მსხვერპლია.

აღნიშნულის შესახებ, ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ხაინდრავას თქმით, საქმის ახალი დეტალები, რაც  გუშინ გაჟღერდა საქმეს თავდაყირა აყენებს.

„როდესაც რუსუდან შარაძე,  გურამ შარაძის შვილი ამბობდა,  რომ ეს ადამიანი მამაჩემის მკვლელი არააო,  ამაზე საზოგადოება უნდა დაფიქრდეს. რატომ საუბრობს ამას რუსუდან შარაძე,  თუ ის დარწმუნებულია, რომ  სასტიკად მოკლული მამა,  ამ ადამიანის მიერაა მოკლული,  რატომ იქნება მისი მფარველი? მაგრამ საკმარისია იმ ფირის ნახვა, რომელიც მერე ძიებაში გაქრა, ფირზე სადაც გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტია დაფიქსირებული,  დარწმუნდებით, რომ ბარათელი იქ საერთოდ ახლოსაც  არაა.  ასეთი საქმეები საქართველოში უამრავია.  ეს ზურაბ ადეიშვილის პირდაპირი დანაშაულია,  ეს იყო ობობას ქსელი, რომელიც  მან მოქსოვა და რომელმაც  ამ ქვეყნიდან მოცოცხა“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, როგორი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეთ საქართველოდან წასულ ადამიანებს, ქართველი ხალხის სამართლიან რისხვას ვერ გადაურჩებიან.