გიორგი თარგამაძე: ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩიეს, ზედმეტი დავიდარაბის გარეშე დაეთმოთ  ის, რაც მათ კუთვნილებას არასდროს წარმოადგენდა

გიორგი თარგამაძე: ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩიეს, ზედმეტი დავიდარაბის გარეშე დაეთმოთ ის, რაც მათ კუთვნილებას არასდროს წარმოადგენდა

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნება ნიშნავს, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩიეს,  ყოველგვარი ზედმეტი დავიდარაბის გარეშე დაეთმოთ ის , რაც მათ კუთვნილებას არასდროს წარმოადგენდა.

თარგამაძის თქმით, „იმედთან“ დაკავშირებით იმდენად შავი მეთოდები იყო გამოყენებული, რომ სასამართლო გამოძიების დაწყებისთანავე ყველაფერი თავის ადგილას დადგებოდა.

„სწორედ ამიტომ მისმა დღევანდელმა მფლობელებმა,  ანუ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩიეს ყოველგვარი ზედმეტი დავიდარაბის გარეშე დაეთმოთ ის, რაც მათ კუთვნილებას არასდროს წარმოადგენდა. მართალია,  სამართალმა თავისი გრძელი გზა განვლო, მაგრამ თავის შედეგს მიაღწია და „იმედი“,  რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო დაარსებული, მის ოჯახს დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო პატარკაციშვილის ოჯახის წევრები,  არამედ მომავალი მენეჯმენტიც ბევრს არ იფიქრებს,  თუ რა კონცეფციას უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე „იმედი“.  ფაქტია, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეარხების კვლავ სერიოზული დეფიციტი აქვს. ამ დეფიციტის შევსებაც ალბათ,  ტელეკომპანიის შემდგომი მისიის ჩამოყალიბების ძირითადი საფუძველი იქნება“, - განაცხადა თარგამაძემ.

მან ასევე წარმატება უსურვა ყველა იმ ადამიანს,  ვინც ძველ  „იმედის“ ქართულ ტელესივრცეში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ეცდება.

მისივე შეფასებით,  ზოგადად  პროცესი, რომელიც ქართულ ტელემედიაში მიმდინარეობს, კერძოდ კი ის,  რომ ძველი მფლობელები ტელეკომპანიებს იბრუნებენ და ამავდროულად ახალი არხები იხსნება,  მხოლოდ მისასალმებელია, რადგან პლურალისტური სატელევიზიო სივრცე კონკურენციის ამაღლებას შეუწყობს ხელს,  ამით კი, მოგებული ქართული აუდიტორია დარჩება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს დაუბრუნდა. პატარკაციშვილის ოჯახის განცხადების თანახმად,  „იმედის“ ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანიის გადაცემის საკითხზე