მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 21-ე კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ქვეყნის პირველი პირი ბუქარესტში უკვე გაემგზავრა.

 ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, კონგრესის სესიაზე დაგეგმილია სახელმწიფო მეთაურების,  პრემიერ-მინისტრების, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლა.

 ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

 ცნობისთვის,  ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე პარტიის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე იმსჯელებენ და პარტიის ახალ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.