მიხეილ სააკაშვილი: მთავრობის დასახელებულ შემადგენლობას  პარლამენტში გადავგზავნით და იმედი მაქვს, პარლამენტი დროზე შეიკრიბება

მიხეილ სააკაშვილი: მთავრობის დასახელებულ შემადგენლობას პარლამენტში გადავგზავნით და იმედი მაქვს, პარლამენტი დროზე შეიკრიბება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტში გამგზავრებამდე მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სააკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და საქართველოს პარლამენტმა ეს მთავრობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს.

მისივე თქმით, ის ისურვებდა დაპირებები, რომელიც გამარჯვებულმა კოალიციამ  ქართველ ხალხს მისცა,  მაქსიმალურად შესრულდეს, საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს და რომ  საპარლამენტო ოპოზიციამ  თავისი მაკონტროლებელის როლი შეასრულოს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა  მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარმოადგინა, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. აქ არ არის ლაპარაკი მომწონს თუ არა მთავრობის შემადგენლობა მე,  როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს. საქმე ისაა, რომ ვინაიდან ასეთია ქართველი ხალხის ნება,  ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც წარმოადგენს არჩევნებში უმრავლესობით მოსული კოალიცია. ამიტომ ჩვენ ამ შემადგენლობას გადავგზავნით პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი დროზე შეიკრიბება და ყველა პროცედურას დროულად გაივლიან.

კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ და საქართველოს პარლამენტმა ეს მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს. ვისურვებდი,  რომ ის დაპირებები, რომელიც გამარჯვებულმა კოალიციამ მისცა ქართველ ხალხს, მაქსიმალურად შესრულდეს. ასევე ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს და საპარლამენტო ოპოზიციამ   თავისი მაკონტროლებელის როლი შეასრულოს. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია,  ამ ეტაპზე სწორედ ამით შემოიფარგლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.