გადავლენ თუ არა ქდმ-ელები ტელეკომპანია „მზეში“ – ინგა გრიგოლია ამბობს რომ, პირადად მას ნამდვილად აქვს შემოთავაზება

გადავლენ თუ არა ქდმ-ელები ტელეკომპანია „მზეში“ – ინგა გრიგოლია ამბობს რომ, პირადად მას ნამდვილად აქვს შემოთავაზება

გადავა თუ არა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრ ყოფილ ჟურნალისტთა ნაწილი სამუშაოდ ტელეკომპანია „მზეში“, რომელსაც კულვარული, მაგრამ, დაზუსტებული ინფორმაციით სულ მალე ყოფილი მფლობელი ვანო ჩხარტიშვილი დაიბრუნებს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის From.ge თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარეს, ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა.

გრიგოლია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ის არ ფლობს ინფორმაციას, აწარმოებს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი მოლაპარაკებებს გიორგი თარგამაძესთან და მის გუნდთან, იმის თაობაზე, რომ მან ტელეკომპანია „მზე“ ჩაიბაროს. თუმცა, ადასტურებს, რომ თავად მან ვანო ჩხარტიშვილისგან შემოთავაზება უკვე მიიღო.

„მე ნამდვილად მაქვს შემოთავაზება ვანო ჩხარტიშვილისგან. ამ ქვეყანაში, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ აღადგინონ სამართლიანობა, ამ ადამიანს ყველანაირი ლოგიკით უნდა დაუბრუნონ ის, რაც თავის დროზე ნამდვილად ეკუთვნოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებზე ინფორმაციას არ ვფლობ, მე კი, პირადად მაქვს ეს შემოთავაზება და მას სამომავლოდ, ერთ-ერთ ყველაზე რეალურ სამსახურად განვიხილავ. ჩხარტიშვილთან შეხვედრას პირადადაც ვაპირებ“, - განაცხადა გრიგოლიამ.