გიორგი არველაძე „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრიფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ არველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს თავად განუცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანიას სავარაუდოდ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაიბრუნებს. დარჩებიან თუ არა ტელეკომპანია „იმედში“ მომუშავე თანამშრომლები, არველაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს.
რაც შეეხება კომპანია „სოფვორდს“ რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ ბადრი პატარკაციშვილის დროს ფლობდა, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, არხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, პატარკაციშვილების ოჯახი განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.