ვასილ ჭყოიძე: რთული სექტორული მიმართულებები ისეთ ადამიანებს ჩაბარდათ, რომელთაც არავინ იცნობს

ვასილ ჭყოიძე: რთული სექტორული მიმართულებები ისეთ ადამიანებს ჩაბარდათ, რომელთაც არავინ იცნობს

ექსპერტი, ვასილ ჭყოიძე დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სრულად წარმოდგენილ მინისტრთა ახალ კაბინეტს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ამის მიზეზებსაც განმარტავს.

როგორც ექსპერტმა From.ge სთან საუბარში განაცხადა, მისი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ის არის, რომ მთავრობის დაკომპლექტების პროცესი გართულდა.

ჭყოიძის განმარტებით,  პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ გაართმევენ ახალი მინისტრები თავს დაკისრებულ მოვალეობას, ამ ეტაპზე რთულია. რადგან მისი თქმით, ბოლოს დასახელებულ რამდენიმე კანდიდატურა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადია.

„რთული სექტორული მიმართულებები ისეთ ადამიანებს ჩაბარდათ, რომელთაც არავინ იცნობს. ზოგადად გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ისიც, რომ თავიდანვე არსებობდა „ჩრდილოვანი კაბინეტი“ და გაჭირდა კადრების შერჩევის პროცესიც“, - განაცხადა ჭყოიძემ.

მან ახალ მინისტრთა კაბინეტს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემების გადაჭრის პროცესში რაიმე სერიოზულ გართულებას ადგილი არ ექნება.

„იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის პროცესში სერიოზული გართულებას ადგილი არ ექნება და ისინი მოახერხებენ თავი  გაართვან საზოგადოებისთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებს“, - დასძინა ჭყოიძემ.