საქართველოს ხვალ, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგან შმიდტი ეწვევიან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის სალომე სამადაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირისთვის პრიორიტეტია, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით გაგრძელდეს და ყველა ის მოლაპარაკება დასრულდეს, რაც ჩვენ დაწყებული გვაქვს.
„ეს არის პრიორიტეტი ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით გაგრძელდეს და დასრულდეს ყველა ის მოლაპარაკება, რაც ჩვენ დაწყებული გვაქვს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისარი ფულე და ქეთრინ ეშტონის სახელით საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგან შმიდტი ხვალ საღამოს საქართველოს ეწვევიან. ისინი პირადად ჩამოიტანენ იმ გზავნილებს, რა გზავნილებიც გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გაჟღერდა“, - განაცხადა სამადაშვილმა.