„ადამიანის უფლებთა ცენტრმა“ არჩევნების გაშუქების მხრივ დაუბალანსებლად „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მე-9 არხი“  დაასახელა

„ადამიანის უფლებთა ცენტრმა“ არჩევნების გაშუქების მხრივ დაუბალანსებლად „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მე-9 არხი“ დაასახელა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის  ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით,  ფარული პოლიტიკური, სოციალური და ფასიანი პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე,  „იმედზე“, „რუსთავი 2“-ზე,  „კავკასიაზე“,  „მაესტროსა“ და „მე-9 არხზე“  განხორციელდა.

 საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგად, ამ მიმართულებით ყველაზე დაუბალანსებელ ტელეარხებად ტელეკომპანიები - „რუსთავი 2“,  „იმედი“ და „მე-9 არხი“  სახელდებიან.

ცქიტიშვილის თქმით,  10 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის განმავლობაში,  „რუსთავი 2“-ის ეთერით „ქართული ოცნება“ 85%-ით უარყოფით ტონში შუქდებოდა. ასევე „რუსთავი“-სა და  „იმედის“ ეთერით სჭარბობდა  „ნაციონალური მოძრაობის“ დადებით ტონში გაშუქება.

რაც შეეხება  „მე-9 არხს“,  ცქიტიშვილის თქმით, მასზე ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა დარღვეული.

ფარულ პოლიტიკურ რეკლამაზე საუბრისას,  ცქიტიშვილმა აღნიშნა რომ, წინასაარჩევნო პერიოდში,  ტელეარხებით გადიოდა სოციალური სტატუსის მქონე რეკლამები, სადაც აშკარა იყო ფარული პოლიტიკური რეკლამის ელემენტები. ცქიტიშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი რეკლამები მაშინ შეჩერდა, როცა უწყებათაშორისმა კომისიამ შესაბამისი განცხადება გააკეთა. სოციალური სტატუსის მქონე რეკლამები არჩევნების შემდგომ პერიოდში საერთოდ შეწყდა, რაც ამყარებს ეჭვს,  იმის თაობაზე, რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდზე იყო გათვლილი.

იგი მიიჩნევს,  რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი სხვა ტელეარხებთან შედარებით ყველაზე დაბალანსებული იყო.

მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა,  რომ  „ქართული ოცნების“ უარყოფით კონტექსტში ამსახველ რეკლამებს,  რომლებიც  „საქართველო არ იყიდებას“  მიერ იყო დამზადებული, ყველაზე დიდი დრო „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ დაეთმო.

ცქიტიშვილის თქმით,  ეს რეკლამები შეიცავდა პოლიტიკური სუბიექტის შეურაცმხყოფელ ელემენტებს, ამასთანავე,  ის აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კლიპი, რომელიც პოლიტიკური სატირის სტილში იყო გადაღებული და არ შეიცავდა შეურაცხმყოფელ ელემენტებს.

 

ალეკო ცქიტიშვილი საკმაოდ დაბალანსებულს უწოდებს, ტელეკომპანიების - „კავკასიისა“ და „მაესტროს“  მიერ, პოლიტიკური რეკლამებისთვის დათმობილ დროს.

მონიტორინგს 19:00-24:00 საათის პერიოდში გასული სარეკლამო ჭრები