"საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი დამსახურებაა, რომ ახლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა ის, რაც საქართველოში ხდება“, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ არჩევნების სახით საქართველო გამოწვევის წინაშე იდგა.
„ეს არჩევნები თქვენთვის ადვილი შედეგით არ დასრულებულა და საქართველო ახლა რთულ პერიოდში იმყოფება. თუმცა ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს დემოკრატიისთვის და თქვენ ეს ყველაზე კარგად გესმით. თქვენი პირადი დამსახურებაა, რომ ახლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა ის, რაც საქართველოში ხდება. ახლა ვიყავი ჟენევის მოლაპარაკებებზე და რუსული მხარეც და სეპარატისტებიც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ თავად არჩევნების პროცესის შედეგად", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილს ერიკ რუბინმა.