რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, არ არის გამორიცხული ლაზიკას პროექტთან ერთად, სხვა პროექტებიც გადაიხედოს.
„დაწყებულ პროექტებთან მიმართებაში არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს და სამინისტროს გააჩნია. ვალდებულებებები რასაკვირველია უნდა შესრულდეს. თუმცა, გამორიცხული არ არის, რამდენიმე პროექტი გადაიხედოს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ლაზიკას პროექტი აუცილებლად გადაიხედება. სხვა პროექტები რაც არის, ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტები, უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა არ უნდა შეჩერდეს", - განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანაიას განცხადებით, ახალ პროექტეთან და და ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან გაიმართება, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კომპონენტი, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაააჩნია.