პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინს შეხვდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ამერიკა - საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„აშშ მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს დემოკარტიისკემ სავალმა გზამ უკვე აჩვენა დიდი წარმატება. ეს ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედია. მე მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ მთავრობის ფომირების პერიოდში“, - განაცხადა ერიკ რუბინმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს აუხსნეს თუ როგორ წარმატებით ჩატარდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და განუმარტა, რომ ამ წარმატებას იმსახურებდა თავად კოალიცია და ქართველი ხალხი და არა ხელისუფლება.
„ხელისუფლება დღეს ისევ იყენებს საერთაშორისო მედიას, იმის საჩვენებლად, რომ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა. მე მას განვუმარტე, რომ სააკაშვილის როლი არის ნულის ტოლი და რომ მხოლოდ ჩვენი კარგად გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რაც მოხდა საქართველოში“, - განაცხადა ივანიშილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორის მოადგილე ალან ფურსელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექტორის ხელმძღვანელი ალან მელთცერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ოფიცერი ანდერს ლინჩი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.