ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით, საჭიროა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციების პოლიტიკური ფორუმის შექმნა. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტისას გააკეთა.
აჰმადინეჯადის განცხადებით, საჭიროა რეგიონის ქვეყნებმა მიაღწიონ ეკონომიკურ თანამშრომლობას, შეიქმნას და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები სარკინიგზო, ავიაციისა და სახმელეთო ტრანსპორტირების სფეროებში, შეიქმნას ერთობლივი საბაჟო კანონმდებლობა და ერთობლივი ვალუტა.
„კოლონიზაციისა და კაპიტალიზმის მომხრეებმა თავისი ისტორია უკვე დაასრულეს. ჩვენ ახალი ისტორიის მშენებლობის დასაწყისთან ვდგავართ. დავეყრდნობით რა ერთ რელიგიასა და სულიერ ძმობას, შევქმნით ახალ სისტემას, რომელიც ჩვენს ხალხებს კეთილდღეობასა და სიმშვიდეში აცხოვრებს“,-განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.