ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის სფერო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გაამართლებს იმ ნდობას, რომელიც გუნდმა და კონკრეტულად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა.
„ჩვენი ქვეყნისა და ჩემი ხალხისთვის ყველაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკას, ეს დარგი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად გვექნება საუბარი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს მცირე და საშუალო ჰესები, რომელთა მშენებლობა გაგრძელდება, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გავაკეთებთ. ჩვენ არ გვინდა ერთი საქმის გაკეთებით მეორე დავაზიანოთ. შესაბამისად ასეთი მიდგომაა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული“, - განაცხადა კალაძემ.