ჩეხეთის პრეზიდენტს თავს დაესხნენ (VIDEO)

ჩეხეთის პრეზიდენტს თავს დაესხნენ (VIDEO)

ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი  ახალი ობიექტის გახსნას ესწრებოდა, როდესაც მას უცნობი პირი თავს დაესხა და რამდენჯერმე ესროლა. 26 წლის თავდამსხმელი სათამაშო პისტოლეტით იყო შეიარაღებული. ის მიუახლოვდა პრეზიდენტს, პლასტიკატის ტყვიები დაუშინა და  მიმალვა სცადა.

მიუხედავად მცდელობისა ჩეხეთის პოლიციამ ის ინციდენტიდან 200 მეტრში დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა, რა იყო  ამ  „თავდასმის“ მოტივი უცნობია.

ბოროტმოქმედმა ჟურნალისტებთან საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „პოლიტიკოსები ბრმები და ყრუები არიან,  მათ არასდროს ესმით ადამიანების მაშინ, როდესაც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ“.

ინციდენტის შედეგად პრეზიდენტი, არ დაშავებულა. ის უფრო გაოცებული  და შეშინებული იყო. მიუხედავად ამისა, კლაუსმა „თავდამსხმელს“ გაუღიმა და გზა განაგრძო.

საქმეში პოლიციასთან ერთად ჟურნალისტებიც ჩაერთნენ. გაჩნდა კითხვა, როგორ დაუშვა პრეზიდენტის პირადმა დაცვამ შეიარაღებული (მართალია,  სათამაშო იარაღით, მაგრამ სრულიად შესაძლებელი იყო ის ნამდვილი ყოფილიყო) ადამაინი, პრეზიდენტთან ახლოს მიეშვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ფაქტის გამოძიება უკვე დაიწყო.