„ახალგაზრდა ადვოკატები“: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის ღია დებატები უნდა მოამზადოს

„ახალგაზრდა ადვოკატები“: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის ღია დებატები უნდა მოამზადოს

"საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების შეთავაზება საქართველოს პარლამენტისთვის დემოკრატიული პროცესის აქტიურ გამოვლინებად უნდა განვიხილოთ. ამ მიმართულებით, სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევა საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის ტესტია , თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული ობუცმენის არჩევისას არასამთავრბო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატები. საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არსებული კამპანია უკვე სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, თუმცა საზოგადოებას წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გაზრდილი ნდობისთვის მეტი ინფორმაცია და გარკვევა სჭირდება, - აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები"

შესაბამისად , სახალხო დამცველის არჩევაზე საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე,  "ახალგაზრდა ადვოკატები" სამ ინიციატივას გამოთქვამენ, რომელიც მათი თქმით, ობუცმენის არჩევის საზოგადოებრივი კამპანიის გაგრძელების ორგანიზების, სიცხადის, მეტი ინფორმირებულობისა და საკითხზე საგნობრივი მსჯელობის აუცილებლობითაა განპირობებული.

"პირველი - მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მოამზადოს ღია ეთერი საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატთა დებატებისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საზოგადოებას დასახელებული ფორმატით შესთავაზოს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის მომავალი ხელმძღვანელის ხედვა, რომელმაც საქართველოში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უნდა განსაზღვროს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ზედამხედველობა. არხის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის დებატების ფორმატი გაზრდის მომავალი სახალხო დამცველის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს არბიტრის როლს. ცნობისთვის: საზოგადოებრივ მაუწყებელს ასეთი დებატების გამოცდილება უკვე გააჩნია და ეს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ქვეყნის პრემიერმინისტრობისა და პარტიათა სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს შორის უკვე გაიმართა ჩვენი აზრით კი, დებატები უმბუცმენის კანდიდატებს შორის უნდა შედგეს ოქტომბრის თვის ბოლო კვირას ან ნოემბრის პირველ კვირა დღეს, ხოლო მასში მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან დასახელებულმა იმ კანდიდატებმა, რომელთა მიმართაც მხარდაჭერას 100-ზე მეტი სამოქალაქო ჯგუფი გამოხატავს.

2. მივმართავთ სახალხო დამცველის კანდიდატებად საზოგადოების მხიდან დასახელებულ უფლებადაცველებს , რათა მოამზადონ და საზოგადოებას შესთავაზონ სამოქმედო პროგრამა. საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული ხედვები დასახელებული კანდიდატების მიმართ. არსებობს სამოქალაქო სექტორის ის წრეც, რომელიც მკაფიოდ მოითხოვს ობუცმენის კანდიდატებმა პასუხი გასცეს იმ თემებს, რომელთა მიმართაც მათი საჯარო პოზიცია უცნობია. საჯარო დებატებისა და სამოქმედო პროგრამის წარმოდგენა არა მხოლოდ საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, არამედ ასეთი ინტერესის მატარებელიც უნდა იყოს დასახელებული კანდიდატთა შორისაც. ამიტომაც, ჩვენთვის პრიორიტეტულია ომბუცმენის კანდიდატებმა თავიანთი ხედვა საზოგადოებას შესთავაზონ გამოქვეყნების სახით, ხოლო თითოეული თეზისის მიმართ საგნობრივი მსჯელობა გაიმართოს უკვე დებატების დროს. 3. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორის მხრიდან საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატთა დასახელების პროცესი უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესმა სერიოზულობა არ უნდა დაკარგოს. ამიტომაც, ამ პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების თვითორგანიზებულობა და შეთანხმება. კერძოდ, გამართლებულად მივიჩნევთ სახალხო დამცველის მსურველ პირთა დასახელება დასრულდეს იმ დღეს, როცა საქართველოს ახალი პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას სცნობს და მუშაობას შეუდგება. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ ახალ პარლამენტს, რათა გაცნოს სამოქალაქო სექტორიდან წარდგენილ სახალხო დამცველის კანდიდატებს და შეაფასოს მათი სამოქმედო პროგრამები, ხოლო საჯარო დებატებით ფართო საზოგადოებამ გამოკვეთოს ამ თანამდებობისთვის შესაფერისი და კვალიფიციური ხელმძღვანელი", - აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".