ამ არჩევნებმა სათქმელი არ დაუტოვა ოპოზიციას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, მათთვის ყველა გზა მოჭრილია, ვინაიდან მათ არანაირი მტკიცებულება, არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული.
„თქვენ თქვით, რომ ისინი არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, არ თანამშრომლობენ კი არა, ვერ თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ კარგად იციან სიცრუე და მოგონილი აღქმები გამოძიებისთვის არ არის არგუმენტი. ეს შეიძლება მხოლოდ ქუჩაში მიტინგებზე ან დემონსტრაციებზე ილაპარაკო, მაგრამ როდესაც საქმე რეალობას ეხება, რეალურ გამოძიებას ეხება და მტკიცებულებების გამჟღავნებას ეხება, იქ მათთვის ყველა გზა მოჭრილია, ვინაიდან მათ არანაირი მტკიცებულება, არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული.
ამას მოწმობს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც თვითონ ოპოზიცია აწარმოებდა და ხალხს მოუწოდებდა, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის არჩევნები ისეთი ფორმით, ელექტრონული ფორმით და ისეთი აპარატურით ჩატარებული, რომ აქ გაყალბება ფაქტობრივად ნულის ტოლიაო. ამას გვარამია აკეთებდა, სხვა ოპოზიციური პარტიები აკეთებდნენ. ასე, რომ ეს მოწოდებები იყო იმისთვის, რომ ამომრჩეველი მიეყვანათ საარჩევნო ურნასთან. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ურნასთან მისულმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა მეოთხეჯერ იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ხელისუფლებაში იყო, რომელსაც ოპოზიცია და მათი დამქაშები ქვეყნის გარეთ ეძახდნენ რუსულ ძალას, ხოლო საკუთარ თავს ეძახდნენ ევროპულ ძალას. დაინახეს, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმ ძალაზე, რომელსაც ესენი რუსულს ეძახდნენ.
ე.ი. ფაქტი არის სხვა რამეში. ვინაიდან, ყველა გამოკითხვით ქართველი ხალხი პროევროპული ორიენტაციისა და მათი უმრავლესობა სწორედ ევროპისკენ გზას ემხრობა ე.ი. ის ტყუილიც, რომ ესენი იყვნენ რუსული ძალა, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხისთვის ეს არ იყო დამაჯერებელი“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.