მაია ნიკოლეიშვილი: ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, ანეკდოტურებიც კი გახდნენ. ზოგი პერსონაჟი „შემოულაწუნეს

მაია ნიკოლეიშვილი: ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, ანეკდოტურებიც კი გახდნენ. ზოგი პერსონაჟი „შემოულაწუნეს" მახსენებს,ზოგი „ბეთჰოვენას" „ღიმილის ბიჭებიდან“

ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ანეკდოტურებიც კი გახდნენ.

„ზოგი პერსონაჟი „შემოულაწუნეს" მახსენებს, ზოგი „ბეთჰოვენას" „ღიმილის ბიჭებიდან“. ეს ფსიქოლოგიურად უმწიფარი ადამიანები აბსოლუტურ ინფანტილიზმში არიან. ბავშვი მაღაზიაში დედას ნივთს რომ მოსთხოვს და იატაკზე გაწვება გინდა თუ არა მინდა ესო, დაახლოებით ამ როლშია შესული ოპოზიცია. საკუთარი ძალების შეფასების უნარი მათ არ აქვთ. ისინი ვერც ხვდებიან, სააკაშვილიც ვერ ხვდება, რომ უკვე სასაცილოა, მაგრამ სრულიად სერიოზულად ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად არასერიოზულები, არასანდოები არიან“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.