დღე მეშვიდე - „ისფედი“ პივიტის არ ასაჯაროებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიღებულ შედეგებს თავადაც არ ენდობიან. სამართლიანი არჩევნების დოკუმენტიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს ემთხვევა.
„ისფედი“ პივიტის არ გაასაჯაროებს. ხუთდღიანი დუმილის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ „ისფედი“ თავისსავე მიღებულ შედეგებს არ ენდობა.