2014 წელს შოტლანდია გადაწყვეტს დარჩეს თუ არა ბრიტანეთის შემადგენლობაში. დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტმა დევიდ კემერონმა და შოტლანდიის რეგიონალური მთავრობის მინისტრმა ალექს სელმონდმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც შოტლანდიელებს რეფერენდუმზე დაუსვამენ, შემდეგნაირად გაჟღერდება: გნებავთ თუ არა რომ შოტლანდია ინგლისთან დარჩეს კავშირში, რომელიც 305 წელს ითვლის?
მიუხედავად იმის, რომ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი წინააღმდეგია შოტლანდიის კავშირიდან გასვლის, მათი განცხადებით, ისინი პატივს სცემენ შოტლანდიელების გადაწყვეტილებას.
უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, შოტლანდიელთა მხოლოდ 28%-ს სურს დამოუკიდებლობა, 53% კი ცვლილებებისთვის მზად არ არის.