ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მერანი“

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მერანი“

ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მწერალთა კავშირი უკვე მეოთხე წელიწადია ატარებს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „მერანი“.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა დამწყები პოეტები.კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ლექსების ავტორისთვის დაწესებულია პირველი პრემია: 1000 ლარის ოდენობით და ოთხი წამახალისებელი პრემია 500-500 ლარის ოდენობით.  ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი. ჟიურის წევრების მიერ მოწონებული ნაწარმოებები ყოველწლიურად იბეჭდება კრებულში „მერანი“ .

მასალების მიღების ბოლო ვადაა 12 ნოემბერი.

საზეიმო დაჯილდოება  4 დეკემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს ჩატარდება.