პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე ადასტურებს, რომ ნოდარ ხადურისა და გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურები მინისტრობის პოსტებზე მართლაც განიხილება, ხოლო რაც შეეხება, მამუკა ნიკოლეიშვილს მისთვის ეს თანამდებობა შეთავაზებული არ ყოფილა.
„გადაწყვეტილება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ენერგეტიკის სამინისტროს, თითქმის უკვე მიღებულია, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ნიკოლეიშვილი“, - განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძის თქმით, ბევრი სამინისტროს და კომიტეტის გაერთიანება იგეგმება, აქედან გამომდინარე, ზოგი მინისტრი შესაძლოა თანამდებობაზე ძალიან ცოტა ხნით დაინიშნოს.
რაც შეეხება თვითონ საგანელიძის უმრავლესობის ლიდერად დასახელებას, მისი თქმით, უმრავლესობის ლიდერობა სერიოზული პასუხისმგებლობაა.
„უმრავლესობის ლიდერს უმრავლესობა ასახელებს და მოდით, დავიცადოთ რამდენიმე დღე“, - განაცხადა საგანელიძემ.